"ვასილ მაღლაფერიძემ ჩვენი კითხვების პასუხად დაადასტურა, რომ პარლამენტში შესვლას არ აპირებს", - ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი ზაზა აბაშიძე Facebook-ზე წერს.
აბაშიძის თქმით, შეხვედრისას მაღლაფერიძემ განაცხადა, რომ თანამდებობის დატოვების ერთადერთი მოტივი, წინასაარჩევნო პერიოდში, საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის პოტენციური რეპუტაციული ზიანის აცილება იყო.
მისივე ინფორმაციით, პირველი არხის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად მაღლაფერიძის მოადგილე, თინათინ ბერძენიშვილი დაინიშნა.
"საზოგადოებრივ მაუწყებელში სამეურვეო საბჭოს შეხვედრა ამ დრომდე მიმდინარეობს. ვასილ მაღლაფერიძემ ჩვენთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ მისი გადაწყვეტილების ერთადერთი მოტივი, წინასაარჩევნო პერიოდში, საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის პოტენციური რეპუტაციული ზიანის აცილება იყო, რაზეც ვრცლად, თავის ოფიციალურ განცხადებაშია უწერია. ასევე, ჩვენი კითხვების პასუხად, მან დაადასტურა, რომ პარლამენტში შესვლას არ აპირებს. ყოფილ დირექტორთან შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა. დროებით მოვალეობის შემსრულებლად მისი მოადგილე, თინათინ ბერძენიშვილი დაინიშნა", - წერს აბაშიძე.
შეგახსენებთ, საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ თანამდებობა დატოვა.