logo
ENG



ზალკალიანი: ანაკლიის პროექტი უნდა განხორციელდეს

17 ოქტ 201917:17
3 წუთის საკითხავი
 
ysut9gla8cx0rv3.jpg

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ ანაკლიის პორტის პროექტი ქვეყნისთვის პრიორიტეტია და ეს საქართველოს მთავრობის მხრიდან არა ერთხელ დადასტურდა.

როგორც პარლამენტში პლენარულ სხდომაზე "მინისტრის საათის" მოსმენის ფარგლებში დეპუტატების კითხვის პასუხად ზალკალიანმა განაცხადა, სწორედ საქართველოს მთავრობის მიერ გამოცხადდა ანაკლიის პროექტი პრიორიტეტად, როდესაც 2018 წლის 21 ნოემბერს საქართველოს მთავრობის შეხვედრა იყო ევროკომისიასთან.

"ჩვენ სტრატეგიული პარტნიორობა გვაქვს როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ისე ნატოელ პარტნიორებთან. რაც შეეხება ანაკლიას, რა თქმა უნდა, ანაკლიის პროექტი უნდა განხორციელდეს. ეს არის ძალიან დიდი მნიშვნელობის პროექტი და საქართველოს მთავრობა რომ ამ პროექტს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, ეს არა ერთხელ დადასტურდა. ჩვენი საგარეო ურთიერთობის სტრატეგიის დოკუმენტში გვაქვს ეს პროექტი შეტანილი. გარდა ამისა, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან აშშ-თან და ევროკავშირთან მუდმივად დგას ეს საკითხი. სწორედ საქართველოს მთავრობის მიერ გამოცხადდა ანაკლიის პროექტი პრიორიტეტად, როდესაც 2018 წლის 21 ნოემბერს საქართველოს მთავრობის შეხვედრა იყო ევროკომისიასთნ ანაკლიის პროექტი მოხვდა იმ 18 პრიორიტეტულ ინფრასტრუქტურის პროექტში, რომელზეც უნდა იქნას დამატებით ფინანსური სახსრები", - განაცხადა ზალკალიანმა. 

შეგახსენებთ, რომ ტვ პირველის ეთერში ხაზარაძემ განაცხადა, რომ ივანიშვილმა უთხრა რა უნდათ შავ ზღვაში ამერიკელებსო.

ანაკლიის კონსორციუმს ვალდებულებების შესასრულებლად ვადა 15 ოქტომბრის 18:00 საათამდე ჰქონდა. იმ შემთხვევაში თუ კონსორციუმი 15 ოქტომბერს, საღამოს 18:00 საათამდე ინვესტორებთან გაფორმებულ ფინანსურ ხელშეკრულებებს ვერ წარადგენდა, შესაძლოა მთავრობას კონსორციუმთან დადებული შეთანხმება გაეუქმებინა. ჯერჯერობით უცნობია მთავრობის პოზიცია.  ანაკლიის კონსორციუმის გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ კონსორციუმი დოკუმენტებს არ წარადგენდა. 

ამის შემდეგ ინფრასტრუქტურის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ კონსორციუმს ფინანსური ვალდებულებების შესასრულებლად საბოლოო ვადა 2019 წლის ბოლომდე ეძლევა.


close დახურვა