logo
ENG



ზალკალიანი: რეგულარული ფრენები დაიწყება მას შემდეგ, რაც ევროკავშირი საზღვრებს გახსნის

27 ივნ 202013:52
3 წუთის საკითხავი
 

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ რეგულარული ფრენები დაიწყება მას შემდეგ, რაც ევროკავშირი საზღვრებს გახსნის. 

„ჩვენ ძალიან პასუხისმგებლობით ვეკიდებით ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობას. ბევრმა ჩვენმა მოქალაქემ წინასწარ დაიწყო ბილეთების შეძენა. იმისთვის, რომ მათ პრობლემა არ შექმნოდათ, მათ უნდა ჰქონოდათ მკაფიო მითითება ხელისუფლებისგან. რეგულარული ფრენები აღდგება მას შემდეგ, რაც იქნება ევროკავშირის გადაწყვეტილება მიღებული იმასთან დაკავშირებით, რომ საზღვრები იხსნება“, - აცხადებს ზალკალიანი.

საერთაშორისო ფრენების აღდგენა მთავრობამ დაანონსებული პირველი ივლისიდან ერთი თვით, პირველ აგვისტომდე გადასწია 


close დახურვა