უკრაინის შეიარაღებული ძალების ვალერი ზალუჟნის განცხადებით, რუსების მცდელობების მიუხედავად, უკრაინა ბახმუტზე კონტროლს ინარჩუნებს.
"ყველაზე დაძაბული ვითარება დღეს დონეცკის მიმართულებით არის. აქ მტერი ყოველდღიურად 50-მდე თავდასხმას ახორციელებს. ასევე შეტაკებები გრძელდება უგლედრის და მარიინკის რაიონებში, თუმცა ჩვენი სამხედროები ამ მიმართულებებით იერიშს იგერიებენ. ფრონტის ზოგიერთ მონაკვეთზე ჩვენ შევძელით მანამდე დაკარგული პოზიციების დაბრუნება და გამყარება. მიუხედავად მტრის მუდმივი ზეწოლისა, ჩვენ ვაგრძელებთ ბახმუტზე კონტროლის შენარჩუნებას და ზომებს ვიღებთ ამ ქალაქის გარშემო ფრონტის ხაზის სტაბილიზაციისთვის", - თქვა ზალუჟნიმ.
ზალუჟნიმ დღეს ამერიკის შეერთებული შტატების გენერალთან, შეიარაღებული ძალების შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელთან მარკ მილისთან სატელეფონო საუბარი გამართა და დიალოგისას საჰაერო თავდაცვის სისტემების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.