logo
ENG



ზალუჟნი რუსეთში მობილიზაციაზე: გავანადგურებთ ყველას, ვინც ჩვენს მიწაზე იარაღით მოვა

21 სექ 202223:00
3 წუთის საკითხავი
 
ზალუჟნი რუსეთში მობილიზაციაზე: გავანადგურებთ ყველას, ვინც ჩვენს მიწაზე იარაღით მოვა

უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდალი, გენერალ-ლეიტენანტი ვალერი ზალუჟნი რუსეთში გამოცხადებულ მობილიზაციას ეხმაურება და აცხადებს, რომ გაანადგურებენ ყველას, ვინც უკრაინის მიწაზე იარაღით შევა. 

"რუსეთის ხელმძღვანელობის არც ერთი განცხადება არ იმოქმედებს უკრაინელების მზადყოფნაზე, იბრძოლონ თავისუფლებისთვის. უკრაინის შეიარაღებული ძალები გაანადგურებს ყველას, ვინც იარაღით მოდის უკრაინაში, მიუხედავად იმისა, ნებაყოფლობით აღმოჩნდნენ აქ თუ მობილიზებით"

ზალუჟნიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინელები 8 წელი და 7 თვეა, აკავებენ რუსეთის შეიარაღებულ აგრესიას თავიანთი ქვეყნის წინააღმდეგ. 

"მტრის სრულმასშტაბიანმა შეტევამ არ შეგვაშინა. მეტიც, ჩვენ გავერთიანდით და ღირსეულად შევხვდით მტერს. ამის დასტურია რუსეთში მობილიზაციის გამოცხადება". - განაცხადა ვალერი ზალუჟნიმ

ვლადიმირ პუტინმა 21 სექტემბერს, უკრაინაში შეჭრიდან 7 თვის თავზე რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა და ეს "რუსეთის სუვერენიტეტის დასაცავად აუცილებელ ნაბიჯად" მოიხსენია. 


close დახურვა