logo
ENG



ზამთრის კურორტებზე სასტუმროები საკარანტინოდ იმუშავებს, ჩერდება სათხილამურო ტრასები

26 ნოე 202014:07
3 წუთის საკითხავი
 
2020/11/26/35v47baeqq4qjd5.jpg

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის კურორტებზე სასტუმროები მხოლოდ საკარანტინო სივრცედ იმუშავებს.

გარდა ამისა, ჩერდება სათხილამურო ტრასებისა და სათხილამურო საბაგიროების ფუნქციონირება.

ყველა შეზღუდვა 28 ნოემბრიდან 31 იანვრის პერიოდში იმოქმედებს. შეზღუდვების შესახებ ინფორმაცია პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას ბრიფინგამდე მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა.


close დახურვა