logo
ENG



ზაპოროჟიეში რუსეთმა და უკრაინამ მძევლები გაცვალეს

01 აპრ 202221:12
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/01/bkwvu33wwgbakuy.jpg
Reuters

პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილის, კირილო ტიმოშენკოს ინფორმაციით ზაპოროჟიეს რეგიონში უკრაინამ და რუსეთმა მძევლები გაცვალეს. მისი ცნობით უკრაინაში 86 სამხედრო, მათ შორის 15 ქალი დაბრუნდა. უცნობია რუსეთში დაბრუნებული მძელვების რიცხვი.

ინფორმაციას ადასტურებს უკრაინის ვიცე-პრემიერი ირინა ვერეშჩუკიც. მისი თქმით, ტყვეთა გაცვლა პრეზიდენტ ზელენსკის განკარგულებით მოხდა.

აღსანიშნავია, რომ მხარეებმა სამხედრო ტყვეები პირველად 24 მარტს გაცვალეს. პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებით ეს ტყვეების პირველი სრულფასოვანი გაცვლა იყო, რომლის შედეგადაც უკრაინამ 19 მეზღვაური დაიბრუნა.


close დახურვა