logo
ENG



ზარქუა: ქართულ-ამერიკული ურთიერთობები წინ ვერ წავიდა, ამაში დეგნანი უნდა ვცნოთ დამნაშავედ

26 ივლ 202317:11
3 წუთის საკითხავი
 

ქართული ოცნების წევრი, ირაკლი ზარქუა კვლავ თავს ესხმის აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს და მას "პოლარიზაციის გაღრმავებაში" ადაშაულებს.

ზარქუა ამტკიცებს, რომ დეგნანის ელჩობის პერიოდში ქართულ-ამერიკული ურთიერთობები "წინ ვერ წავიდა".

"მე ვისურვებდი, რომ საელჩოს წარმომადგენლებს მაშინ, როდესაც ჩემს ქვეყანას ევროპარლამენტარები ასე ურცხვად, უსაფუძვლოდ უტევდნენ და რომელშიც ფული იყო გადახდილი, გამოსულიყვნენ და ეს დაეგმოთ და ეთქვათ: "ეს ასე არ არის".

სამწუხაროა, ქალბატონი კელი დეგნანის ელჩობის დროს, ქართულ-ამერიკული ურთიერთობები წინ ვერ წავიდა და ამაში ქალბატონი კელი უნდა ვცნოთ დამნაშავედ. მან ვერ გაართვა თავი, სამწუხაროდ. პირიქით, მან მოახერხა და პოლარიზაცია კიდევ უფრო გააღრმავა ქართულ საზოგადოებაში მისი არაჯანსაღი, არასამართლიანი ჩარევებით თუ განცხადებებით და აღმოჩნდა, რომ როგორც დასავლეთიდან ისე სხვათა შორის, სენატორებიც, ჩვენს ქვეყანას აშავებდნენ და სააკაშვილზე რაღაც ზღაპრებს გვიყვებოდნენ"- თქვა ზარქუამ.

დღეს აშშ-ის საელჩო გამოეხმაურა სამთავრობო მედიების მიერ ლობიზმთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას და განაცხადა, რომ საელჩოში არავის მიუღია მონაწილეობა მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ლობირებაში.

საელჩო ამ ინფორმაციას "მავნებლურს" უწოდებს და აღნიშნავს, რომ ამ საკითხზე საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეშფოთება გამოითქვა.


close დახურვა