logo
ENG



ზახაროვა: თბილისმა მტკიცე და გააზრებული არჩევანი გააკეთა

10 ივნ 202615:25
3 წუთის საკითხავი
 
2026/06/10/25ip5by6xtvxz9h.png

რუსეთი მზად არის გააღრმაოს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები, რომლებიც საქართველოს ეკონომიკური აღმავლობის ერთ-ერთ მთავარ ფაქტორს წარმოადგენს. ამის შესახებ ბრიფინგზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

„გაგებით ვეკიდებით თბილისის მცდელობებს, დაასრულოს გარედან კარნახი და უცხოელ პარტნიორებთან ითანამშრომლოს თანასწორობისა და ურთიერთპატივისცემის საფუძველზე. მზად ვართ გავაღრმაოთ რუსეთ-საქართველოს კავშირები, რომლებიც საქართველოს ეკონომიკური აღმავლობის ერთ-ერთ მთავარ ფაქტორს წარმოადგენს. ამას სუფთა გულითა და ღია სულით ვაკეთებთ“, — განაცხადა ზახაროვამ.

მისი თქმით, მოსკოვი „ღიაა თბილისთან თანამშრომლობის გაფართოებისთვის“ ურთიერთპატივისცემის საფუძველზე.

„თბილისმა მტკიცე და გააზრებული არჩევანი გააკეთა ქვეყნისთვის სუვერენიტეტის დაბრუნების, ქართველი ხალხის ინტერესების დაცვის სასარგებლოდ, და მე დავამატებდი — თავისი ქვეყნისა და ხალხის ღირსების სასარგებლოდაც,“ — განაცხადა ზახაროვამ.


close დახურვა