logo
ENG



ზახაროვას თქმით, კიევის რეჟიმის რეაქცია მათ ტერორისტულ ბუნებაზე მოწმობს

08 ოქტ 202218:41
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/08/d7289w0s5l2ii4s.jpg

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, მარია ზახაროვას განცხადებით, კიევის რეჟიმის რეაქცია მათ ტერორისტულ ბუნებაზე მოწმობს.

"კიევის რეჟიმის რეაქცია სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურებაზე მათ ტერორისტულ ბუნებაზე მოწმობს," - თქვა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა.

ანექსირებული ყირიმის რუსეთთან დამაკავშირებელ ერთადერთ ხიდზე აფეთქება დღეს, გამთენიისას მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი სატვირთო მატარებელს გაუჩნდა, ნაწილობრივ ჩამოინგრა საავტომობილო გზაც. ხიდზე მოძრაობა შეჩერებულია, ხოლო ავტომობილებისთვის ბორნებით გადასასვლელს ამზადებენ.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა სამთავრობო კომისიის შექმნის დავალება გასცა. მთავრობაში აცხადებენ, რომ ხიდს მალე აღადგენენ. ხიდზე აფეთქებას გამოეხმაურნენ უკრაინის ხელისუფლებიდანაც.

"ყირიმიხიდიდაიწყოყველაფერი უკანონო უნდა დაინგრესყველაფერი მოპარული - დაუბრუნდეს უკრაინასყველაფერი ოკუპირებული რუსეთის მიერ - განიდევნოს," - დაწერა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენელმა, მიხაილო პოდოლიაკმა.


close დახურვა