დნეპროპეტროვსკის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვალენტინ რეზნიჩენკოვის ინფორმაციით, დნეპროპეტროვსკის ოლქში, ზელენოდოლსკის დასახლებაში ოკუპანტების თავდასხმის შედეგად 9 წლის ბიჭი დაიღუპა, 10 ადამიანი კი დაშავდა.
"ზელენოდოლსკში რუსებმა 9 წლის ბიჭი მოკლეს. ოკუპანტებმა ზელენოდოლსკის მოსახლეობა "ურაგანებიდან" ორჯერ დაბომბეს. 10 ადამიანი დაშავდა, უმრავლესობა მძიმედ". - წერს რეზნიჩენკო Telegram-ზე.
რეზნიჩენკოვის თქმით, დაბომბვის შედეგად 8 მაღალსართულიანი კორპუსი, მაღაზია, საბავშვო ბაღი და ადმინისტრაციული მომსახურების ცენტრის შენობა დაზიანდა.