უკრაინის პირველი ლედის, ოლენა ზელენსკას განცხადებით, უკრაინელი მოქალაქეები ტანჯვის დასასრულს ვერ ხედავენ.
"ჩვენ უნდა დავაგროვოთ ჩვენი ძალა, ჩვენ უნდა დავზოგოთ ჩვენი ენერგია. ჩვენ ვერ ვხედავთ ჩვენი ტანჯვის დასასრულს," - თქვა უკრაინის პირველმა ლედიმ.
ზელენსკამ კრემენჩუკში მომხდარ თავდასხმაზეც ისაუბრა და მას ტერორიზმი უწოდა. რუსულ სარაკეტო თავდასხმას კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრზე 18 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა.
"ჩვენ არაერთხელ ვიყავით შოკირებული. არ ვიცი, სხვა რით შეიძლება ოკუპანტებმა შოკში ჩაგვაგდონ," - განაცხადა ზელენსკამ.