logo
ENG



ზელენსკი: 16 ათასი უცხოელი მოხალისე უკრაინის დასაცავად იბრძოლებს, I ნაკადი უკვე მოემართება

03 მარ 202214:35
3 წუთის საკითხავი
 

ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ 16 ათასი უცხოელი მოხალისე უკრაინის დასაცავად იბრძოლებს.

პრეზიდენტის თქმით, მათი პირველი ტალღა უკვე უკრაინისკენ მიემართება. 

ვოლოდიმირ ზელენსკიმ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მოუწოდა, ჩავიდნენ უკრაინაში და შეუერთდეს ტერიტორიული დაცვის საერთაშორისო ლეგიონს. 

"უკრაინა ყოველდღე იღებს იარაღს პარტნიორებისგან, ნამდვილი მეგობრებისგან. ყოველდღიურად ვიღებთ უფრო და უფრო მეტ მძლავრ იარაღს. უკრაინა ხვდება უცხოელ მოხალისეებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნისკენ მოემართებიან. ისინი ჩამოდიან თავისუფლების, სიცოცხლის დასაცავად, ჩვენთვის, ყველასთვის. და დარწმუნებული ვარ, ეს წარმატებული იქნება". - განაცხადა პრეზიდენტმა.


close დახურვა