logo
ENG



ზელენსკი: აზოვსტალიდან დაჭრილი სამხედროებისა და მედიკოსების ევაკუაცია იგეგმება

08 მაი 202200:12
3 წუთის საკითხავი
 
ზელენსკი: აზოვსტალიდან დაჭრილი სამხედროებისა და მედიკოსების ევაკუაცია იგეგმება

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ხელისუფლება საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად ამზადებს დაჭრილი სამხედროებისა და მედიკოსების ევაკუაციას მარიუპოლში, აზოვსტალის ქარხნის ტერიტორიიდან.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, წითელი ჯვრისა და გაეროს დახმარებით, ევაკუაციის პირველ ეტაპზე აზოვსტალიდან 300 მშვიდობიანი მოქალაქის გაყვანა გახდა შესაძლებელი.

"ფაქტობრივად ჩვენ გავიყვანეთ ყველა მშვიდობიანი მოქალაქე აზოვსტალიდან. ახლა ვამზადებთ ევაკუაციის მეორე ეტაპს - გავიყვანთ დაჭრილებსა და მედიკოსებს. რა თქმა უნდა, თუ ყველა შეასრულებს შეთანხმების პირობებს. რა თქმა უნდა, თუ არ მოგვატყუებენ. ასევე ვმუშაობთ ჩვენი სამხედროების გამოყვანაზეც. ყველა გმირის გამოყვანაზე, რომელიც მარიუპოლს იცავს. ეს ძალიან რთულია, თუმცა აუცილებელი. დარწმუნებული ვარ, ყველა ხვდება ამ სირთულის მიზეზს, და ასევე სად არის ეს მიზეზი. თუმცა ჩვენ იმედს არ ვკარგავთ. არ ვჩერდებით", - თქვა ზელენსკიმ.

დღეს ცნობილი გახდა, რომ მარიუპოლში, აზოვსტალის ტერიტორიიდან ყველა ქალი, ბავშვი და ხანდაზმული უკვე გამოიყვანეს.

 

 


close დახურვა