უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე მარიუპოლის შიგნით, ბლოკადაში რჩება. ამასთან, ზელენსკი სამხრეთ-აღმოსავლეთ საპორტო ქალაქზე რუსეთის ალყას ტერორისტულ ოპერაციას უწოდებს.
“ქალაქ მარიუპოლში ადგილობრივი მოსახლეობა, ბავშვები, მოხუცები და სამხედროები ბლოკადაში არიან. ეს ომს კი არ ჰგავს, არამედ რუსეთის ტერორისტულ ოპერაციას მარიუპოლისა და ამ ქალაქის ხალხის წინააღმდეგ,” - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ევაკუაციის ოთხმა ავტობუსმა მარიუპოლის დატოვება მოახერხა, ათიათასობით მშვიდობიანი მოქალაქე კი ჯერ კიდევ ელოდება ევაკუაციას.