უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ არ დაელაპარაკება მათ, ვინც ულტიმატუმებს უყენებს. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ ამ დროისთვის რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებას არ აპირებს.
ზელენსკი ამბობს, რომ ზოგიერთი სახელმწიფო უკრაინას მინსკის პროცესის მიმართულებით უბიძგებს. მისი თქმით, მინსკი ცარიელი ქაღალდია, რომელიც რუსეთს მომავალ შემოჭრამდე დასვენების საშუალებას მისცემს.
"მე ვერ ვხედავ რუსეთის ფედერაციის მხრიდან კონსტრუქციული დიალოგის სურვილს. რაც შეეხება მათ ულტიმატუმებს, არ მაინტერესებს ეს ულტიმატუმები ვინ წამოაყენა - პუტინმა თუ ვინმე სხვამ. ეს ჩემი პრინციპია: არ დაველაპარაკები მათ, ვინც ულტიმატუმებს მიყენებს," - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.