უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მიმართავს დემოკრატიულ სამყაროს და ამბობს, რომ ვინნიცაზე თავდასხმის შემდეგ, რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ კანონიერად უნდა იქნას აღიარებული. მისი თქმით, მსოფლიოში არც ერთი ქვეყანა წარმოადგენს ისეთ ტერორისტულ საფრთხეს, როგორსაც წარმოადგენს რუსეთი.
"მსოფლიოს არც ერთი სხვა ქვეყანა უფლებას არ აძლევს საკუთარ თავს ყოველდღიურად გაანადგუროს მშვიდობიანი ქალაქები და ჩვეულებრივი ადამიანური ცხოვრება ფრთოსანი რაკეტებით და რეაქტიული არტილერიით. ჩვენს ქალაქ ვინნიცაში მხოლოდ ერთი სარაკეტო დარტყმის შედეგად დაიღუპა 23 ადამიანი, მათ შორის სამი ათ წლამდე ბავშვი. და ეს, სამწუხაროდ, არ არის საბოლოო რიცხვი. განუსაზღვრელი ვადით დაკარგულთა სიაში ათობით ადამიანია. ჰოსპიტალიზებულებს შორის არიან მძიმედ დაშავებულები."- ამბობს ზელენსკი.
მისი თქმით, იმ დროს, როდესაც რუსული ომის დანაშაულების შესახებ ჰააგის კონფერენცია იმართებოდა, პარალელურად რუსეთი ომის ახალ დანაშაულს იდენდა.
"არც ერთ სხვა ტერორისტულ ორგანიზაციას მიუცია უფლება საკუთარი თავისთვის ჩაედინა მკვლელობა, როდესაც საერთაშორისო საზოგადოება განიხილავდა წინა დანაშაულებს. რუსეთმა აჩვენა თავისი დამოკიდებულება საერთაშორისო სამართლის, ევროპისა და მთელი ცივილიზებული სამყაროს მიმართ."
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, არავის ეპარება ეჭვი, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის სპეციალური ტრიბუნალი, რაც შეიძლება მალე არის საჭირო.
უკრაინის ქალაქ ვინნიცაზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 21-მე გაიზარდა, კიდევ 115 ადამიანი დაშავდა.
ნაციონალური პოლიციის უფროსის იგორ კლიმენკოს თქმით, დაშავებულებიდან 52 ადამიანის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. დაღუპულთა შორის 3 ბავშვია. ასევე 3 ბავშვია დაშავებულებს შორისაც. 46 ადამიანი დაკარგულად ითვლება.