logo
ENG



ზელენსკი: აშშ-ის მადლიერი ვართ, სანქციების ძალა მსოფლიოს ძალაა

03 ნოე 202314:33
3 წუთის საკითხავი
 

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას ეხმაურება.

ზელენსკის თქმით, რუსეთს არ ჰქონდეს სანქციების გვერდის ავლის შანსი. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ "სანქციების ძალა მსოფლიოს ძალაა".

"მადლიერი ვართ შეერთებული შტატების ახალი და ძალიან ძლიერი სანქციების შესახებ გადაწყვეტილების გამო. 220-ზე მეტი რუსული და არამხოლოდ რუსული კომპანია, რომლებიც აგრესიისთვის მუშაობენ, ახლა შეერთებული შტატების სანქციების ქვეშ არიან. ეს არის ის, რაც საჭიროა. ეკომონიკის კრიტიკული სექტორები აგრესიისთვის, სენსიტიური ქმედებები ტერორისტებისთვის.

სანქციების ყველა გადაწყვეტილებამ უნდა იმუშაოს სრულად, რომ რუსეთს არ ჰქონდეს სანქციების გვერდის ავლის შანსი. სანქციების ძალა მსოფლიოს ძალაა. ჩვენ მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს ჩვენს პარტნიორებთან ამ მიზნით. ერთიანი მსოფლიო მხოლოდ უნდა გაძლიერდეს", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

გუშინ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, უკრაინაში ომის გამო, რუსეთთან დაკავშირებულ ასობით ადამიანსა და ერთეულს ახალი სანქციები დაუწესა.


close დახურვა