logo
ENG



ზელენსკი: ბაიდენმა დამარწმუნა, რომ უკრაინა არ დარჩება მარტო რუსული აგრესიის წინააღმდეგ

03 აპრ 202100:02
3 წუთის საკითხავი
 
2021/04/03/72m2dciy4n0qor2.jpeg

აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი შედგა. 

ზელენსკის თქმით, ბაიდენთან დონბასში შექმნილი ვითარება განიხილა.

"პრეზიდენტმა ბაიდენმა დამარწმუნა, რომ უკრაინა არასდროს დარჩება მარტო რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ", - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

თეთრი სახლის განცხადებით კი, პრეზიდენტმა ბაიდენმა ზელენსკის უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისადმი შტატების ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.

უკრაინა მორიგი რუსული სამხედრო აგრესიის საფრთხის წინაშეა. უკრაინის ხელისუფლების თანახმად, სეპარატისტები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას სისტემატურად არღვევენ. სამხედროების ცნობით, 26 მარტს სეპარატისტული ძალების მიერ საარტილერიო ცეცხლის გახსნას 4 ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა, 2 კი დაშავდა. გარდა ამისა, უკრაინა რუსეთს საზღვრის მიმდებარედ სამხედრო დანაყოფების განლაგებაში ადანაშაულებს, კრემლი კი ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ "რუსეთს საკუთარი შეხედულებისამებრ გადაჰყავს ჯარი საკუთარ ტერიტორიებზე და ეს სხვა ქვეყნებს არ ეხება".


close დახურვა