logo
ENG



ზელენსკი: ბოროდიანკასა და სხვა ქალაქებში მსხვერპლი შესაძლოა ბევრად მეტი იყოს, ვიდრე ბუჩაში

05 აპრ 202202:16
3 წუთის საკითხავი
 
ზელენსკი: ბოროდიანკასა და სხვა ქალაქებში მსხვერპლი შესაძლოა ბევრად მეტი იყოს, ვიდრე ბუჩაში

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ბოროდიანკაში და ზოგიერთ სხვა ქალაქში, რომლებიც დროებითი ოკუპაციისგან გათავისუფლდნენ, ვითარება, შესაძლოა, ბუჩაზე უარესი იყოს.

"განსაკუთრებით მძიმეა იმ დახვრეტილი მანქანების ნახვა, რომლებსაც "ბავშვები" აწერია. ჩვენ დავიწყეთ ოკუპანტების მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოძიება. ახლა მხოლოდ ერთ ბუჩაში ცნობილია 300-ზე მეტი მოკლული ადამიანის შესახებ. სავარაუდოდ მსხვერპლის რაოდენობა გაიზრდება...

და ეს მხოლოდ ერთი ქალაქია. უკვე არსებობს ინფორმაცია, რომ ბოროდიანკაში და სხვა გათავისუფლებულ ქალაქებში მსხვერპლის რიცხვი შესაძლოა ბევრად მეტი იყოს... კიევის, ჩერნიგოვის და სუმის ოლქებში ოკუპანტები ისეთ რამეებს სჩადიოდნენ, რაც ადგილობრივებს 80 წლის წინ, ნაცისტური ოკუპაციის დროს არ უნახავთ", - თქვა ზელენსკიმ


close დახურვა