logo
ENG



ზელენსკი: დიდად არ მჯერა მოლაპარაკებების შედეგების, მაგრამ მზად ვარ ვცადო

27 თებ 202221:14
3 წუთის საკითხავი
 
2022/02/27/chu32nx2svt2d2x.png

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მას ბელარუსის საზღვართან უკრაინა-რუსეთის დაგეგმილი მოლაპარაკებების შედეგის "დიდად არ სწამს, თუმცა მზად არის სცადოს". 

როგორც ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, ის და ყველა მაღალჩინოსანი უკრაინაში რჩებიან. 

"გულწრფელად გეტყვით, დიდად არ მჯერა ამ მოლაპარაკებების შედეგების, მაგრამ მზად ვარ ვცადო. ვცადო იმისათვის, რომ მერე, უკრაინის არც ერთმა მოქალაქემ არ იფიქროს, რომ მე, როგორც პრეზიდენტმა არ ვცადე ომის შეჩერება, როცა იყო თუნდაც მცირედი შანსი. სანამ ჩვენი სამხედროები იქ არიან, პრეზიდენტი აქ არის, პრემიერი აქ არის, არმია აქ არის, ჯარის ხელმძღვანელი აქ არის, ყველანი დავიცავთ ჩვენს ქვეყანას და ჩვენს საზღვრებს", - განაცხადა ზელენსკიმ. 

24 თებერვალს რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო. თვალი ადევნეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს აქ - რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო - განახლებადი.

 


close დახურვა