logo
ENG



ზელენსკი: დღეს რუსეთის მასიური თავდასხმის შედეგად უკრაინაში 45 ადამიანი დაშავდა

09 იან 202400:05
3 წუთის საკითხავი
 
2024/01/09/l2yxcts8gyddtjz.jpg

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დღეს რუსეთის მასიური თავდასხმის შედეგად უკრაინაში 45 ადამიანი დაშავდა.

"დღეს დილით, სამწუხაროდ, კვლავ დაიწყეს მასიური სარაკეტო შეტევა. ხარკივი, ხაპოროჟიე, კრივი რიჰი, ხმელნიცკის ოლქი. დაშავებულია 45 ადამიანი, ამ დროისთვის დაღუპულია 4 მშვიდობიანი მოქალაქე. ვუსამძიმრებ მათ ოჯახებსა და მეგობრებს. ტერორისტული სახელმწიფო აუცილებლად იგრძნობს ჩვენს პასუხს.

დარწმუნებული ვარ, შევძლებთ ჩვენი სახელმწიფოსა და საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას. ჩვენ ვმუშაობთ პარტნიორებთან ერთად ახალ სანქციებზე: რუსეთზე ზეწოლა უნდა გაძლიერდეს", - ამბობს ზელენსკი.

რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქებს ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტებით შეუტიეს. რუსების ძირითადი სამიზნე იყო ადმინისტრაციული შენობები, მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსები და კერძო ბინები.


close დახურვა