უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ ევროკომისია დათანხმდა უკრაინის ექსპორტს ერთი წლის განმავლობაში ყველა კვოტა და გადასახადი მოხსნას, ასევე, შეაჩეროს ანტი-დემპინგური ტარიფები.
"ამის დეტალები პრეზიდენტ ურსულა ვონ დერ ლაიენთან განვიხილე. ამ ნაბიჯისთვის მადლიერი ვარ პირადად მისი და ყველა ევროპელი მეგობრის. ახლა ეს მოგვცემს უკრაინაში ეკონომიკური აქტივობის შენარჩუნების, ეროვნული პროდუქციის წარმოების საშუალებას, რამდენადაც ეს შესაძლებელია. მაგრამ ამ გადაწყვეტილებას სჭირდება გააზრება არა მხოლოდ უკრაინის კონტექსტში. ჩვენი პროდუქციის ექსპორტი ევროპულ და გლობალურ ბაზრებზე მნიშვნელოვანი ანტიკრიზისული ინსტრუმენტი იქნება", - თქვა ზელენსკიმ.
მისივე განცხადებით, რუსეთი ცდილობს, მსოფლიოში გლობალური ფასების კრიზისი შექმნას:
"უკრაინის ექსპორტი დაეხმარება ბაზრების სტაბილიზაციას. ასე რომ, ეს სასარგებლოა არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ ყველა ევროპელს, ყველა ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც რუსეთის დესტრუქციული ქმედებები შეეხო".