logo
ENG



ზელენსკი: ვემზადებით EU-სთან მოლაპარაკების ჩარჩოზე მუშაობისთვის, ამას გაზაფხულზე ველოდებით

18 დეკ 202310:40
3 წუთის საკითხავი
 
2023/12/18/nwsthix7q9mrx4z.jpg

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა ევროკავშირთან მოლაპარაკებების ჩარჩოზე მუშაობისთვის ემზადება. მისი თქმით, უკრაინა ამას გაზაფხულზე ელოდება.

"ჩვენ გვაქვს ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება, რისთვისაც მთელი წლის განმავლობაში ვმუშაობდით - გადაწყვეტილება გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნის შესახებ. უახლოეს დღეებში ჩვენ ევროკომიასთან ერთად ოფიციალურად დავიწყებთ უკრაინის კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასების პროცესს.

ჩვენ ასევე ვემზადებით უკრაინისთვის მოლაპარაკებების ჩარჩოზე მუშაობისთვის. ამას გაზაფხულზე ველოდებით. მოლაპარაკების პროცესი ადვილი არ იქნება, მაგრამ მთავარი არის ის, რომ ისტორიულად ჩვენ მივიღეთ მტკიცე გადაწყვეტილება - უკრაინა ყოველთვის იქნება ჩვენი საერთო ევროპული სახლის ნაწილი", - ამბობს ზელენსკი.

14 დეკემბერს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ უკრაინა და მოლდოვა ევროგაერთიანებაში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებებს დაიწყებენ.


close დახურვა