logo
ENG



ზელენსკი: ვინც უკრაინას ტყვედ ჩაბარდება, სიცოცხლეს შეინარჩუნებს

16 ოქტ 202212:49
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/16/w8rxrr2e3wk2p9j.png

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ რუსი სამხედროები უკრაინას ტყვედ ჩაბარდებიან, ისინი ამით სიცოცხლეს შეინარჩუნებენ.

ზელენსკის თქმით, რეალური გამარჯვება უკრაინისთვის, თავისუფალი სამყაროს მიერ საკუთარი თავის რეალური დაცვა რუსული ტერორისგან და შანტაჟისგან, დაცვა სანქციებითა და უკრაინის დახმარებით, ოკუპანტების სრული განდევნა უკრაინის მიწიდან და ტერორისტული სახელმწიფოს აგრესიული შესაძლებლობების დემონატაჟი - ეს ყველაფერი არის მშვიდობის გზა.  

"ჰოდა, კიდევ ერთხელ შევახსენებ რუსეთის მოქალაქეებს, რომლებსაც არ სურთ ამ კრიმინალურ ომში მონაწილეობა, მაგრამ ომში არიან გაგზავნილი - ვინც უკრაინას ტყვედ ჩაბარდება, სიცოცხლეს შეინარჩუნებს. ყველას, ვინც აგრძელებს ბრძოლას რუსეთის ჯარში ან დაქირავებულთა შორის, ასეთი შესაძლებლობა არ აქვს. ჩვენ აუცილებლად დავიბრუნებთ ყველაფერს. დიდება უკრაინას!" - განაცხადა ზელენსკიმ.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა