logo
ENG



ზელენსკი: თუ ნატო მზად არაა წევრად მიგვიღოს, მაშინ უსაფრთხოების გარანტიები გვჭირდება

02 მარ 202200:24
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/02/wjz6h3ouv01l4z2.png

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინას სჭირდება უსაფრთხოების გარანტიები, თუ ნატო მზად არაა წევრობა შესთავაზოს.

როგორც ზელენსკიმ CNN-სთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრმა ქვეყნებმა უნდა შეიმუშაონ უსაფრთხოების იურიდიული გარანტიები უკრაინისთვის.

პრეზიდენტმა ზელენსკიმ საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს უკრაინის მხარდასაჭერად ქვეყნისთვის უფრო მეტი გააკეთონ.

"თუ ჩვენი პარტნიორები ჯერ არ არიან მზად უკრაინა ნატოში მიიღონ...რადგან რუსეთს ეს არ სურს [უკრაინის ნატოში გაწევრიანება], - მაშინ მათ უნდა შეიმუშავონ უსაფრთხოების საერთო გარანტიები უკრაინისთვის... ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა, ჩვენი საზღვრები დაცულია, გვაქვს განსაკუთრებული ურთიერთობები ჩვენს ყველა მეზობელთან, და გარანტიები, რომლებიც უკრაინის უსაფრთხობას იურიდიულად დაიცავს“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.


close დახურვა