logo
ENG



ზელენსკი: ისტორიული კვირა იწყება, მოვისმენთ EU-ს პასუხს, მოსალოდნელია მტრის აქტივობის ზრდა

20 ივნ 202208:16
3 წუთის საკითხავი
 

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ ისტორიული კვირა იწყება, რადგან ცნობილი გახდება ევროკავშირის პასუხი ქვეყნის კანდიდატის სტატუსზე.

ზელენსკის თქმით, მიმდინარე კვირაში რუსეთისგან მიზანმიმართული აქტიურობაა მოსალოდნელი არა მხოლოდ უკრაინის, არამედ სხვა ქვეყნების წინააღმდეგაც.

"მართლაც, ისტორიული კვირა იწყება. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია, 1991 წლის შემდეგ. კვირა, როდესაც მოვისმენთ ევროკავშირის პასუხს უკრაინის კანდიდატის სტატუსზე. ცხადია, რუსეთისგან უფრო დიდ მტრულ აქტივობას უნდა ველოდოთ. მიზანმიმართულად - დემონსტრაციულად, სწორედ ამ კვირაში და არა მხოლოდ უკრაინას, არამედ სხვა ქვეყნების წინააღმდეგაც. ვემზადებით, ვაფრთხილებთ პარტნიორებს. ჩვენ მადლობელი ვართ ყველასი, ვისი ძალაც დღეს არის ჩვენი ხვალინდელი გამარჯვება", - ამბობს ზელენსკი. 

17 ივნისს ევროკომისიამ მხარი დაუჭირა უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ამასთან, ევროკომისიამ მხარი დაუჭირა მოლდოვასთვის სტატუსს, საქართველოსთვის კი სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა.

ევროპული კომისიის მოსაზრებაზე დაყრდნობით ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა ახლა ერთობლივი გადაწყვეტილება უნდა მიიღონ. უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას განაცხადებს ევროპული საბჭოს მომდევნო სხდომაზე განიხილავენ, რომელიც 23-24 ივნისს გაიმართება.


close დახურვა