უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, სამართალდამცველებმა კიევის ოლქში მასობრივი საფლავი აღმოაჩინეს, სადაც 900-მდე ცხედარი იყო.
ამასთან, ზელენსკის თქმით, რუსებს აქვთ მობილური კრემატორიუმები, სადაც ცხედრებს წვავენ, რამაც შესაძლოა, გამოძიება გაართულოს.
"ისინი მალავენ კვალს...ამდენი მკვლელობა მოხდა, და მიუხედავად იმისა, რომ ბევრი დაწვეს, ახლა ისევ ვიპოვეთ 900 ცხედარი კიევის ოლქში. რამდენი ადამიანი დაიღუპა საერთო ჯამში - არავინ იცის. ამას შედეგები მოჰყვება, იქნება გამოძიება, იქნება მოსახლეობის აღწერა. ხომ უნდა ვიპოვოთ ყველა ადამიანი, არ ვიცით რამდენია...", - განაცხადა ზელენსკიმ პოლონელ ჟურნალისტებთან ინტერვიუში.