logo
ENG



ზელენსკი: კრამატორსკზე რუსეთის თავდასხმა ტრიბუნალზე ერთ-ერთი ბრალდება უნდა იყოს

09 აპრ 202200:14
3 წუთის საკითხავი
 

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, კრამატორსკის სადგურზე რუსების თავდასხმა ტრიბუნალზე ერთ-ერთი ბრალდება უნდა იყოს.

"როგორც მასობრივი მკვლელობა ბუჩაში, და რუსეთის მიერ ჩადენილი ბევრი სხვა სამხედრო დანაშაული, კრამატორსკზე სარაკეტო თავდასხმაც უნდა გახდეს კიდევ ერთი ბრალდება ტრიბუნალზე, რომელიც აუცილებლად შედგება", - აღნიშნა ზელენსკიმ ვიდეო მიმართვაში.

ქალაქ კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე რუსული რაკეტების თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 50-მდე გაიზარდა, მათ შორის 5 ბავშვია. თავდასხმა სადგურზე მაშინ მოხდა, როდესაც ათასობით ადამიანის ევაკუაცია მიმდინარეობდა. 

 

 

 
 

 


close დახურვა