logo
ENG



ზელენსკი: მარიუპოლში ჩვენი სამხედროების განადგურება ყველა მოლაპარაკებას დაასრულებს

16 აპრ 202220:21
3 წუთის საკითხავი
 
ზელენსკი: მარიუპოლში ჩვენი სამხედროების განადგურება ყველა მოლაპარაკებას დაასრულებს

მარიუპოლი - იქ შესაძლოა ათმაგი ბოროდიანკა იყოს და მე მინდა ვთქვა, რომ ჩვენი სამხედროების, ჩვენი ბიჭების განადგურება ყველა მოლაპარაკებას დაასრულებს. ეს იქნება ჩიხი - რადგან ჩვენ არ ვვაჭრობთ ტერიტორიებითა და ხალხით. და რაც მეტი ბოროდიანკა იქნება, მით უფრო რთული იქნება ეს [შეთანხმება].

ისინი ჩვენს ხალხს დანებებისკენ მოუწოდებენ. ისინი ჩვენს სამხედროებს განსხვავებულად ექცევიან და ჩვენ ეს მშვენივრად ვიცით. იქ არიან სამხედროები, ვინც მათ სძულთ და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ცოცხლად დატოვებენ.


close დახურვა