logo
ENG



ზელენსკი: მთელი მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანია, რომ რუსეთი ახლა დამარცხდეს - უკრაინის ომში

29 ოქტ 202215:41
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/29/4bqbcl730m94m6e.jpg

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მთელი მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანია, რომ რუსეთი ახლა დამარცხდეს - უკრაინის ომში.

"მთელი მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანია, რომ რუსეთი ახლა დამარცხდეს - უკრაინის ომში. როდესაც ჩვენ მოვიპოვებთ გამარჯვებას საკუთარი თავისთვის, ჩვენ მოვიპოვებთ გამარჯვებას სხვა ერებისთვისაც, რომელთა თავისუფლებაც პოტენციურად რისკის ქვეშაა.

ამ წუთას და ზუსტად უკრაინაში წყდება, იქნება თუ არა მსოფლიოს ჩვენი ნაწილი თავისუფალი და დემოკრატიული. საბოლოო ჯამში, ასე განისაზღვრება დემოკრატიის გლობალური ბედი. ეს ბედი ჩვენ უნდა განვსაზღვროთ - თავისუფალმა სამყარომ და არა ტერორისტებმა. მე მჯერა, რომ ეს ასეც იქნება!" - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა