logo
ENG



ზელენსკი: მტერი მოსახლეობას ატერორებს, კიევში საცხოვრებელ კორპუსს დაარტყეს

17 ოქტ 202211:32
3 წუთის საკითხავი
 
ზელენსკი: მტერი მოსახლეობას ატერორებს, კიევში საცხოვრებელ კორპუსს დაარტყეს
საქართველოს მთავრობა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, საოკუპაციო ძალებმა კიევში საცხოვრებელ კორპუსს დაარტყეს. ამის შესახებ მან ტელეგრამზე დაწერა და ე.წ. კამიკაძე დრონების მიერ კიევის დაბომბვას გამოეხმაურა.

"მთელი ღამე და მთელი დილა მტერი მშვიდობიან მოსახლეობას ატერორებს. კამიკაძე დრონები და რაკეტები თავს ესხმიან მთელს უკრაინას. კიევში საცხოვრებელ კორპუსს დაარტყეს. მტერს შეუძლია, ჩვენს ქალაქებს დაარტყას, მაგრამ ჩვენს გატეხას ვერ შეძლებს", - წერს ზელენსკი.

დღეს რუსეთმა კიევზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს Telegram პოსტის თანახმად, ერთ-ერთი აფეთქება მოხდა შევჩენკივსკის რაიონში, უკრაინის დედაქალაქის ცენტრში.


close დახურვა