logo
ENG



ზელენსკი: მშვიდობა, გამარჯვება, უკრაინა - სამი სიტყვა რომლისთვისაც 100 დღეა ვიბრძვით

04 ივნ 202201:34
3 წუთის საკითხავი
 

უკრაინის პრეზიდენტმა ომის დაწყებიდან მე-100 დღეს ომის ლექსიკონზე ისაუბრა. მან ის სიტყვები გაიხსენა, რომლებსაც უკრაინა ახლა ყველაზე ხშირად იყენებს.

ზელენსკის თქმით, 2014 წელს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა სიტყვა "ომით", 24 თებერვალს კი მას კიდევ ერთი სიტყვა დაამატა, რითაც შექმნა "ფართომასშტაბიანი ომი". მისი თქმით, 100 დღის განმავლობაში უკრაინელების ლექსიკონში ახალი სიტყვები გაჩნდა, რომლებიც სიმბოლოა როგორც საშიშროების, ისე იმედის.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, არის სამი სიტყვა, რომლისთვისა უკრაინელები იბრძვიან: მშვიდობა, გამარჯვება, უკრაინა.

"და 100 დღის განმავლობაში ჩვენ ვპოულობდით და ვიღებდით, ვხედავდით სიტყვებს ან გვინდოდა, წაგვეშალა ისინი. ასეთი რამდენიმეა, სხვადასხვანაირი. მაგრამ ასახავს იმას, რაც გადავიტანეთ. ამ სიტყვებს შორის ჩვენთვის ახლებიცაა. ისინიც, რომლებიც ჯერ კიდევ ჩვენმა მშობლებმა დაივიწყეს, მაგრამ ჩვენ მათი გახსენება მოგვიწია. კარგად ცნობილი მთელი პლანეტისთვის. მტკივნეული სიტყვები. და ისინიც, რომლებიც რეალურად გვაძლევენ იმედს. ყველა - მნიშვნელოვანია. ასი დღე - ასი სიტყვა", - თქვა ზელენსკიმ.

"პირველ რიგში ესაა ორი სიტყვა: "ჩვენი გმირები". პირველ რიგში ის ადამიანები, რომლებიც 24 თებერვლის ღამის შემდეგ დღემდე ჩვენს სახელმწიფოს იცავენ. შემდეგ უკრაინული სიტყვები: "პალიანიცა", "შეიარაღებული ძალები", "სტუგნა", "კაზაკი", :"ზმეინი" და რა თქმა უნდა "ჩერნობაევკა" - ეს ერთი სიტყვა, რომელიც ძალიან ბევრჯერ გაჟღერდა და რომელშიც ჩანს ყველაფერი, ჩვენი წინააღმდეგობის და ჩვენი მტრების შესახებ. და კიდევ უცოური სიტყვები, რომლებიც ახლობელი გახდა უკრაინისთვის: "ბაირაკტარი", "გარპუნი", "ჰიმრასი", "სტარლინკი", "ჟეშუვი" და რა თქმა უნდა "ლენდ ლიზი" - კიდევ ერთი სიტყვა, რომელიც ასახავს ბრძოლის 100 დღეს, დიპლომატიის 100 დღეს, მხარდაჭერის 100 დღეს", - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკის თქმით, ყოველდღიურად ჩნდებოდა ახალი სიტყვები, რომლებიც თითოეული უკრაინელისთვის უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე უბრალოდ სიტყვები. კერძოდ, ესაა გოსტომელი, ბოროდიანკა, ახტირკა, ჩერნიგოვი, ხარკოვი, ხერსონი, მელიტოპოლი, იზიუმი, მარიუპოლი და აზოვსტალი. მათთან ერთად კი არმია, მესაზღვრეები, დაზვერვა, გვარდია, პოლიცია, ავიაცია და კიევის აჩრდილი, რომელიც მტრებს ანადგურებდა.

"იყო სიტყვები, რომლების წაშლასაც ჩვენი მტერი ცდილობდა: "ვოლნოვახა" და "სალტოვკა", "პოპასნაია" და "სევეროდონეცკი" - ამ სიტყვებს ჩვენ ისევ დავწერთ თავიდან, მაგრამ ჩვენებურად. ისევე, როგორც "ბუჩა" და "მარიუპოლი". და ჩვენ მათ აუცილებლად დავწერთ სიტყვა "ტრიბუნალთან" ერთად, რათა სხვა სიტყვებმა: "ფილტრაციამ", "დეპორტაციამ", წამებამ", "დახვრეტამ", "სარაკეტო დარტყმამ" მიიღეს პასუხი - პასუხი მხოლოდო ერთი სიტყვისგან - "სამართლიანობა", - აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის ლიდერმა იმ სიტყვებზეც ისაუბრა, რომელიც იმედისმომცემი იყო, მაგალითად "ჰუმანიტარული დერეფნები".

:კიდევ ერთი სიტყვათაშეთანხმება უნდა გავიხსენოთ - "მსოფლიოს მეორე არმია". თავიდან ის საშიშად გამიყურებოდა. ბუჩას შემდეგ მხოლოდ ზიზღი გამოიწვია. ახლა კი - მხოლოდ მწარე ღიმილს იწვევს. იმიტომ, რომ რა დარჩა მისგან? არმიისგან, რომელსაც მსოფლიოში მეორე არმიას უწოდებდნენ.. სამხედრო დანაშაულები, სირცხვილი და სიძულვილი", - თქვა ზელენსკიმ.


close დახურვა