logo
ENG



ზელენსკი: ომის გამარჯვება ბრძოლაში იქნება, დასასრული - დიპლომატიაში

21 მაი 202214:46
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/21/77z7xmnrnsrq6bi.jpeg

ვფიქრობდი, რომ [ომის] დასრულება შეიძლება დიალოგით. ახლა მესმის, რომ დასასრული იქნება დიპლომატიური, თვითონ დასასრული. მაგრამ, სამწუხაროდ, მეგონა, რომ ესაა დიალოგი, რომელსაც აქვს შესაბამისი ტერმინი...

ახლა კი ესაა ავტომობილი - არც ბენზინზე მომუშავე, არც ელექტრომობილი, არამედ ჰიბრიდი, ამიტომაც ეს ომიც ასეთი რთულია. გამარჯვებაც ძალიან რთული იქნება. ის სისხლიანიც იქნება, აუცილებლად იქნება ბრძოლაში, მაგრამ დასასრული ზუსტად იქნება დიპლომატიაში. ამაში დარწმუნებული ვარ. რადგანაც არსებობს კონკრეტული საკითხები, რომელთაც თუ არა მოლაპარაკებების მაგიდის გარშემო, სხვაგან ვერ დავასრულებთ... რადგან გვინდა ყველაფრის დაბრუნება, ხოლო რუსეთის ფედერაციას არ სურს ყველაფრის დაბრუნება, სხვა სიტყვებით - არაფრის დაბრუნება. ამიტომაც დასასრული ასეთი იქნება.


close დახურვა