logo
ENG



ზელენსკი: ომის დასასრულზე საუბარი ნაადრევია

17 სექ 202200:41
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/17/co5ad0fqkioulga.jpg

უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ ომის დასასრულზე საუბარი ნაადრევია. Reuters-თან ინტერვიუში ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე ივარაუდა, რომ უკრაინაში იარაღის მიწოდება შემცირდებოდა, კიევს კონტრშეტევა რომ არ დაეწყო და რომ ტერიტორიული მიღწევები შთაბეჭდილებას მოახდენდა სხვა ქვეყნებზე.

"ჯერ ნაადრევია ამ ომის დასასრულზე საუბარი", - თქვა მან.

მისივე თქმით, კონტრშეტევა და ტერიტორიებზე კონტროლის დაბრუნდება მნიშვნელოვანი ნაბიჯია და ეს ზოგიერთი ქვეყნის გადაწყვეტილებაზე იქონიებს გავლენას. გარდა ამისა, მან მოუწოდა პარტნიორ ქვეყნებს უკრაინისთვის იარაღის მიწოდება გააქტიურონ.

"ჩვენ გვენდომებოდა მეტი დახმარება თურქეთისგან, გვენდომებოდა მეტი დახმარება სამხრეთ კორეისგან. მეტი დახმარება არაბული სამყაროდან, აზიიდან", - თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.


close დახურვა