logo
ENG



ზელენსკი: რუსებს ეშინიათ და სამართლიანადაც, იმიტომ, რომ მარცხდებიან

01 იან 202322:24
3 წუთის საკითხავი
 
2023/01/01/7g4ng41h57wtnpb.png

ახალი წელი, ახალი დღე, ახალი შედეგები. წლის პირველ ღამეს ჩამოგდებულია 45 Shahed. მადლობა ჩვენს საჰაერო ძალებს: 33 Shahed მათ ანგარიშზე. მადლობა ჩვენს სახმელეთო ჯარების საჰაერო თავდაცვას კიდევ 12 ჩამოგდებული ირანული თვითმფრინავისთვის.

მათ [რუსებს] ეშინიათ. ეს იგრძნობა. და სამართლიანად ეშინიათ, იმიტომ, რომ მარცხდებიან. თვითმფრინავები, რაკეტები, სხვა დანარჩენი ვერ დაეხმარებათ. იმიტომ, რომ ჩვენ ერთად ვართ - ისინი მხოლოდ შიშით არიან ერთად.

ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ მოიმარაგა ყველა უკრაინელმა შინაგანი ენერგია ამ საახალწლოდ, როგორ გადავუხადეთ მადლობა ჩვენს ჯარისკაცებს, როგორ გადავუხადეთ მადლობა ჩვენს საყვარელ ადამიანებს, და როგორ გაჟღერდა და ახლაც ჟღერს მთელს უკრაინაში, მთელს თავისუფალ სამყაროში, ჩვენი სურვილი - გამარჯვების სურვილი. ყველაფერი გავაკეთოთ ამის მისაღწევად!


close დახურვა