logo
ENG



ზელენსკი: რუსეთთან ბირთვული იარაღის გამო კომპრომისზე წასვლა - მე-3 მსოფლიო ომის დაწყებაა

17 სექ 202223:30
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/17/3c9t0ssjm75hxzj.jpg

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი არ მიიჩნევს, რომ რუსეთი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს.

ამასთან, როგორც მან Reuters-თან ინტერვიუში განაცხადა, მსოფლიომ კრემლის ეს მუქარები უნდა შეაჩეროს. ზელენსკი ამბობს, რომ არ შეიძლება "დიალოგი გქონდეს იმ ადამიანებთან, რომლებიც ბირთვული იარაღით იმუქრებიან".

"მე ვერც კი ვხვდები, როგორ შეუძლიათ სპეცსამსახურებს, მსოფლიოს დაზვერვებს, დიდ ტვინებს მისცენ რუსეთს იმის შანსიც კი, რომ ამ საკითხზე იფიქროს. სიმართლე რომ გითხრათ, მგონია რომ ეს არ მოხდება. ამასთან, ჩვენ არ შეგვიძლია საბოლოოდ რაიმე პროგნოზის გაკეთება ამ სახელმწიფოსთან მიმართებაში. თუმცა, მაპატიეთ, რაღაცის გეშინოდეს, რისი გაკეთებაც შეუძლია ამ სახელმწიფოს და ამ [შიშის] გამო მასთან ამა თუ იმ კომპრომისზე წახვიდე - ეს ყველაზე ცუდი შედეგია, რომლამდეც შეგიძლია მიხვიდე. მაშინ ეს ნამდვილად მესამე მსოფლიო ომის დასაწყისია. არ შეიძლება დიალოგი გქონდეს იმ ადამიანებთან, რომლებიც ბირთვული იარაღით იმუქრებიან. უნდა ვიფიქროთ იმაზე, როგორ უნდა იცხოვროს მსოფლიომ ასეთი ადამიანების გარეშე", - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

 


close დახურვა