logo
ENG



ზელენსკი: რუსეთი უკრაინის დესტაბილიზაციისთვის ახალ კამპანიას აცხადებს

17 ნოე 202320:44
3 წუთის საკითხავი
 
2023/11/17/eo6m3lj5jtrnnoq.jpg

რუსეთი უკრაინის დესტაბილიზაციისთვის ახალ კამპანიას აცხადებს, კოდური სახელწოდებით - მაიდანი 3. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Bloomberg-თან ინტერვიუში ისაუბრა.

ზელენსკის თქმით, რუსეთის მიზანი უკრაინაში გადატრიალება და ხელისუფლების დამხობაა. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ ოკუპანტი ცდილობს, საზოგადოებაში ქაოსის შექმნით განხეთქილება გამოიწვიოს.

"ჩვენს დაზვერვას აქვს ინფორმაცია, რომელიც ასევე მოვიდა ჩვენი პარტნიორებისგანაც", - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა