უკრაინის პრეზიდენტა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ "ყირიმის პლატფორმის" მეორე სამიტზე ყირიმის შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ უკრაინის ოკუპაცია ყირიმში დაიწყო და ის ყირიმშივე დასულდება.
"ტერორის დასაძლევად აუცილებელია რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში გამარჯვება. აუცილებელია ყირიმის გათავისუფლება. ეს იქნება მსოფლიო კანონისა და წესრიგის აღორძინება. ამიტომ, ჩვენ უნდა გავათავისუფლოთ ყირიმი ოკუპაციისგან, რომელიც ყირიმში დაიწყო და ყირიმში დასრულდება."- თქვა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, "ყირიმის პლატფორმას" დაემატება ეკონომიკური და საკანონმდებლო მიმართულებები. ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას ყირიმის აღდგენის სტრატეგიაც აქვს შემუშავებული.
"ყირიმი ჩვენთვის მხოლოდ ტერიტორია არ არის, ან გეოპოლიტიკური თამაშების ფიგურა, ის ჩვენი ხალხის, საზოგადოების ნაწილია და დეოკუპაციის შემდეგ ის ჩვენს მთელ სახელმწიფოსთან ერთად გახდება ევროკავშირის ნაწილი. დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინელი მოქალაქეების პასპორტი იქნება ევროკავშირის პასპორტი და ეს არის დიდი შესაძლებლობა ყირიმში მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისთვის. ყირიმის გზები იქნება მთელი ევროპის კონტინენტის გზები, ყირიმის პორტები იქნება ევროპის პორტები. მხოლოდ უკრაინას შეუძლია მოაშოროს იმ მავთულხლართები, რომელიც ადამიანებს ყირიმის საუკეთესო ადგილებზე მისვლის გზებს უბლოკავს. მხოლოდ უკრაინას და არა სხვას, რომელიც მოვიდა დასაპყრობად, მოსაპარად და ხალხის დასამცირებლად. ჩვენ გვაქვს ძალიან სრულყოფილად ჩამოყალიბებული შეხედულება, თუ როგორ აღვადგნოთ თქვენი უკრანული ყირიმი რუსი დამპრობლების გაძევების შემდეგ."- განაცხადა ზელენსკიმ.