უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ რუსი სამხედროები დონბასის აღმოსავლეთ ქალაქებს ისევე ანადგურებენ, როგორც ეს მარიუპოლში გააკეთეს.
"ოკუპანტების მიზანი იგივეა - ნაბიჯ-ნაბიჯ მთელი დონბასის განადგურება. ლისიჩანსკი, სლავიანსკი, კრამატორსკი - ისინი აპირებენ, ყველა ეს ქალაქი მარიუპოლად გადააქციონ, ნანგრევებში დატოვონ", - თქვა ზელენსკიმ.
მან რუსულ არმიას "ეშმაკის არმადა" უწოდა, რომელიც ქვეყნის საზღვრებს გარეთ უნდა გაიყვანონ. ზელენსკის თქმით, ამისთვის უკრაინას საბრძოლო ველზე პარიტეტი სჭირდება, რისთვისაც სასწრაფო დახმარების მიწოდებაა საჭირო.