logo
ENG



ზელენსკი: რუსეთის ტერორის სიტყვებით შეჩერება შეუძლებელია, თამამი გადაწყვეტილებებია საჭირო

10 ნოე 202417:15
3 წუთის საკითხავი
 
2024/11/10/m85ynvirhncnwbw.jpg

ამ კვირაში ჩვენი საჰაერო თავდაცვის ძალები უკრაინის რუსული ტერორისგან დაცვის მიზნით დღე და ღამე მუშაობდნენ. გუშინ, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ რეკორდული 145 შაჰედი და სხვა ტიპის დრონი გამოიყენა. მთელი კვირის განმავლობაში, რუსეთმა 800-ზე მეტი მართვადი საჰაერო ბომბი, დაახლოებით 600 დრონი და სხვადასხვა ტიპის თითქმის 20 რაკეტა გამოიყენა

ასეთი ტერორის შეჩერება სიტყვებით შეუძლებელია, ბავშვების მკვლელობისა და საყვარელი ადამიანების დაკარგვის დავიწყება უბრალოდ შეუძლებელია.

ტერორისგან დაცვა თამამი გადაწყვეტილებების გარეშე შეუძლებელია - ეს ყველა ქვეყნისთვის ნათელია. სამართლიანობის გარეშე მდგრადი მშვიდობა არ არსებობს და ამის მიღწევა უკრაინისთვის საკმაოდ რეალურია.


close დახურვა