logo
ENG



ზელენსკი: რუსეთმა უკრაინაში სულ მცირე 483 ბავშვი მოკლა

31 მაი 202316:11
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/31/mo8d5nwiv1o8bcd.jpg

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 483 ბავშვი მოკლა.

"ეს 15 თვეა გრძელდება. რუსული აგრესია და ტერორი 15 თვეა ანადგურებს არა მხოლოდ შენობებს, არამედ ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს - ჩვენი შვილების ფუნდამენტურ უფლებებს. უსაფრთხოების, განათლების, განვითარების, ჯანმრთელობის, დაცვის, დასვენების და რაც მთავარია, ყველაზე მნიშვნელოვანი სიცოცხლის უფლებაა. უფლება, რომელიც რუსეთმა 483 უკრაინელ ბავშვს წაართვა.

რუსეთმა 483 ბავშვი მოკლა. მოკლა. ვერ ვიტყვით, რომ ისინი რუსული აგრესიის მსხვერპლი გახდნენ ან რუსული შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად დაიღუპნენ. არა! რუსეთმა მოკლა", - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკის თქმით, ბავშვების უფლებების აღდგენა შესაძლოა მოხდეს მხოლოდ უკრაინის სამართლიანი გამარჯვებით, ყველა ტერიტორიის დეოკუპაციით, მშვიდობიან ქალაქებსა და სოფლებში უსაფრთხოებით.


close დახურვა