logo
ENG



ზელენსკი: უკრაინა არ დათანხმდება გაყინულ კონფლიქტს რუსეთთან

04 მაი 202218:07
3 წუთის საკითხავი
 
ზელენსკი: უკრაინა არ დათანხმდება გაყინულ კონფლიქტს რუსეთთან

უკრაინა არ დათანხმდება გაყინულ კონფლიქტს რუსეთის ფედერაციასთან. ეს განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Wall Street Journal-ის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

ზელენსკის თქმით, უკრაინა არ გასულა მინსკის შეთანხმებიდან, რუსეთისგან განსხვავებით, რომელმაც ეს პუტინის მიერ ფართომასშტაბიანი ინტერვენციის გამოცხადების შემდეგ გააკეთა.

"ჩვენ არ დავთანხმდებით გაყინულ კონფლიქტს. მე გავხდი უკრაინის პრეზიდენტი, როცა იყო მინსკის პირველი და მეორე შეთანხმებები. იყო შესაბამისი დოკუმენტები, რომლებიც დაირღვა, შესაბამისად, შემიძლია ვთქვა, რომ ეს დოკუმენტები არ იყო სერიოზული. ეს იყო შეთანხმებები ქაღალდზე, იყო გაყინული კონფლიქტი. მე ვარ ამის წინააღმდეგი", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.


close დახურვა