logo
ENG



ზელენსკი: უკრაინელები არასოდეს იტყვიან უარს დამოუკიდებლობაზე, ისინი არ გატყდებიან შიგნიდან

25 ივლ 202208:29
3 წუთის საკითხავი
 
ზელენსკი: უკრაინელები არასოდეს იტყვიან უარს დამოუკიდებლობაზე, ისინი არ გატყდებიან შიგნიდან

ყოველივე იმის შემდეგ, რაც ჩვენმა ხალხმა გამოიარა, იმის შემდეგ, რაც ჩვენ ვისწავლეთ საუკუნეების განმავლობაში, უკრაინელები არასოდეს იტყვიან უარს დამოუკიდებლობაზე და ისინი არ გატყდებიან შიგნიდან, როგორც ეს არაერთხელ მოხდა, მაგრამ ახლა არა!ახლა ერთიანობის შენარჩუნება, გამარჯვებისთვის ერთობლივი მუშაობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული ამოცანა, რომელსაც ჩვენ ყველა აუცილებლად შევასრულებთ. ჩვენ შევძლებთ იმას, რაც წინა თაობებმა ვერ გააკეთეს აქამდე. ეს ეხება ჩვენს თავდაცვას დამოუკიდებლობისთვის ამ ომში და ჩვენს მოძრაობას ერთიანი ევროპისკენ, ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობისკენ და ჩვენს უნარს, გავხდეთ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე სახელმწიფო. ახლა არავინაა, ვისაც ამაში ეჭვი ეპარება. არიან მხოლოდ ისინი, ვინც კამათობენ იმაზე, თუ როგორ მიაღწიონ ამას. ეს არის უკრაინის რწმენის ნიშანი – არა მხოლოდ ჩვენი რწმენის. ოკუპანტებიც კი აღიარებენ, რომ გავიმარჯვებთ.


close დახურვა