ბოლო პერიოდში მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ვრცელდება ინფორმაცია კონფლიქტური სიტუაციებისა და სხვადასხვა გეოგრაფიულ ადგილებში არსებული საფრთხეების შესახებ, იქნება ეს ბალკანეთი, ტაივანი თუ სამხრეთ კავკასია. ყველა ეს სიტუაცია განსხვავებულად გამოიყურება, თუმცა მათ ერთი ფაქტორი აერთიანებს, სახელწოდებით: უსაფრთხოების გლობალურმა არქიტექტურამ ვერ იმუშავა. მას რომ ემუშავა, არ იქნებოდა ყველა ეს კონფლიქტი... და ეს არის ის, რაზეც უკრაინა ყურადღებას არა მხოლოდ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან 161 დღეს, არამედ წლებია ამახვილებს.