logo
ENG



ზელენსკი: ყველაფერს ვაკეთებთ, რომ რაც შეიძლება მალე განვდევნოთ რუსები უკრაინული მიწიდან

07 ნოე 202217:13
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/07/3e7jufi75f848tn.jpg

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინელები ყველაფერს აკეთებენ, რომ რაც შეიძლება მალე განდევნონ რუსი ოკუპანტები უკრაინული მიწიდან.

"ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი ხალხი და რაც შეიძლება მალე განვდევნოთ რუსი ოკუპანტები უკრაინული მიწიდან. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ყველა უკრაინელს ჩვენი ქვეყნის ყველა კუთხეში თავისუფლება აღვუდგინოთ. და მე მჯერა, რომ ჩვენ ამას გავაკეთებთ ჩვენი გმირი დამცველების წყალობით, მადლობა ყველას, ვინც იბრძვის და შრომობს უკრაინის გამარჯვებისთვის," - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ დღეს ასევე განაცხადა, რომ ყველამ, ვინც რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება, მასთან ერთად პასუხი უნდა აგოს. ამასთან, მან აღნიშნა, რომ ირანი უნდა დაისაჯოს მისი თანამონაწილეობისთვის რუსულ ტერორში. ზელენსკის თქმით, რომ არა ირანული იარაღის მიწოდება აგრესორისთვის, უკრაინა ახლა უფრო ახლოს იქნებოდა მშვიდობასთან.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა