უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინელი ხალხი არ დათმობს თავისუფლებას.
"რაც არ უნდა გააკეთოს მტერმა, ჩვენი ამოცანაა ჩავშალოთ მისი გეგმები და დავიცვათ უკრაინა. მოდუნების უფლება არ გვაქვს. ჩვენ უნდა წავიდეთ უკრაინის გამარჯვების გზაზე. ეს რთული გზაა, მაგრამ ჩვენ გავუძლებთ. ჩვენ არ დავთმობთ თავისუფლებას", - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.
დღეს უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანმა, სერგეი ნიკიფოროვმა განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი მონაწილეობას მიიღებს G20-ის სამიტში, მაგრამ სავარაუდოდ, ონლაინ ფორმატში.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.