logo
ENG



ზელენსკი: ჩვენ მოვახდენთ ყველა იმ ტერიტორიის დეოკუპაციას, რომელიც ისტორიულად გვეკუთვნის

31 მაი 202219:53
3 წუთის საკითხავი
 
ზელენსკი: ჩვენ მოვახდენთ ყველა იმ ტერიტორიის დეოკუპაციას, რომელიც ისტორიულად გვეკუთვნის

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინა მოახდენს ყველა იმ ტერიტორიის დეოკუპაციას, რომელიც ისტორიულად მას ეკუთვნის. ეს განცხადება მან ბრიფინგზე გააკეტა.

"ჩვენი გეგმები გასაგებია - ჩვენ მოვახდენთ მთელი ჩვენი ტერიტორიის დეოკუპაციას, რომელიც ისტორიულად გვეკუთვნის, ყველა საერთაშორისო კანონის დაცვით. ეს არის ჩვენი გეგმა. ჩვენთვის სულ ერთია, რა გეგმები აქვს რუსეთის ფედერაციას. აღმოსავლეთში ჩვენ გაგვიჭირდა იმის გამო, რომ არ გვაქვს საკმარისი რაოდენობის შესაბამისი იარაღი", - თქვა ზელენსკიმ.

ამასთან, ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინის ზოგიერთი ქალაქი ჯერ კიდევ ოკუპირებულია.

"ვფიქრობთ, რომ ისინი დროებით ოკუპირებული ტერიტორიებია. ჩვენ ამას არამხოლოდ ვთვლით, ეს არ არის მხოლოდ რწმენა, აქ გესმით ჩვენი მიზნები და კონკრეტული გეგმები. სწორედ ამიტომ, ისინი უკრაინის სახელმწიფოს დროებით ოკუპირებული ქალაქებია", - აღნიშნა ზელენსკიმ.


close დახურვა