logo
ENG



ზელენსკი: ჩვენი საჰაერო თავდაცვა გაძლიერდება, განსაკუთრებით მაშინ, როცა F-16-ებს მივიღებთ

26 დეკ 202308:13
3 წუთის საკითხავი
 
2023/12/26/egx64wnxuosoda8.jpg

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის საჰაერო თავდაცვა გაძლიერდება, განსაკუთრებით მაშინ, როცა ქვეყანა F-16 საბრძოლო თვითმფრინავებს მიიღებს.

"გუშინ, მხოლოდ ერთ საღამოს, ჩვენმა მეომრებმა თითქმის 30 Shahed-ის ტიპის დრონი, რამდენიმე რაკეტა და ორი სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს. კვირაში ხუთი. მადლობელი ვარ ყველასი, ვინც ასეთი ძლიერი შედეგი უზრუნველყო.

თითოეულმა რუსმა სამხედრო პილოტმა მკაფიო არჩევანი უნდა გააკეთოს, გააგრძელოს თუ არა ამ ომში მონაწილეობა. უკრაინის საჰაერო თავდაცვა მხოლოდ გაძლიერდება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩვენ ვიღებთ წინასწარ შეთანხმებულ დამატებით სისტემებს, ისევე, როგორც F-16-ებს", - ამბობს ზელენსკი.

18 დეკემბერს, უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ნიდერლანდები უკრაინისთვის 18 F-16 საბრძოლო თვითმფრინავის გადაცემისთვის ემზადება. ამასთან, ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი (ISW) წერს, რომ უკრაინამ, შესაძლოა, F-16-ების პირველი პარტია წლის ბოლომდე მიიღოს.


close დახურვა