უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, როსტოვის ოლქში, რაკეტების მწარმოებელ საწარმოს დაარტყეს. ზელენსკის თქმით, ასევე, უკრაინის თავდაცვის ძალებმა საზენიტო-სარაკეტო კომპლექს "პანცირ-S2"-ს და "S-400 ტრიუმფის" სამეთაურო-საშტაბო მანქანას დაარტყეს, რომლის საერთო ღირებულება დაახლოებით 70 მილიონ დოლარს შეადგენს.
"ჩვენი შორი მოქმედების სანქციების სამიზნე როსტოვის ოლქი გახდა. დაზიანდა კამენსკის კომბინატი - რუსეთის თავდაცვის მრეწველობის საწარმო, რომელიც რაკეტების წარმოებაშია ჩართული.
ასევე დაზიანდა საზენიტო-სარაკეტო სისტემა "პანცირ-С2" და С-400 "ტრიუმფის" სისტემის სამეთაურო-საშტაბო მანქანა. დარტყმის შედეგად დაზიანებული საჰაერო თავდაცვის საშუალებების საერთო ღირებულება დაახლოებით 70 მილიონ დოლარს შეადგენს.
მადლობას ვუხდი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მებრძოლებსა და თავდაცვის ძალების სხვა დანაყოფებს სიზუსტისთვის!", - წერს ზელენსკი.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ისინი სამართლიანად იცავენ თავს რუსეთის აგრესიისგან და ყველაფერსაკეთებენ იმისთვის, რომ შეამცირონ რუსეთის შესაძლებლობები, რათა შეწყვიტოს აგრესია.
